
გამოცხადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს წარჩინებულ სტუდენტთა მხარდაჭერის კონკურსი ბსუ-ს საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის/მედიცინის/სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი და დაწყებითი განათლების სამაგისტრო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.
სტიპენდია დაენიშნება ბსუ-ს 100 წარჩინებულ სტუდენტს სემესტრულად 1000 ლარის ოდენობით!
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ბსუ-ს საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის/მედიცინის/სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (შენიშვნა: სამინისტროს მოთხოვნით, აქტიური სტუდენტის სტატუსი უნდა დადგინდეს 2026 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით);
არის საქართველოს მოქალაქე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე, საცხოვრებლად რეგისტრირებულია არანაკლებ ერთი წლით ადრე;
აქვს 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შეფასების საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) 91 ან მეტი ქულა, საშუალო არითმეტიკულ ქულას ემატება შესაბამისი ქულები, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში (თუკი დოკუმენტაციით დადასტურება);
2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (I აქტივობა - 5 ქულა: 2 და მეტი აქტივობა - 10 ქულა);
2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებებში, იმიტირებული სასამართლო პროცესში მონაწილეობა (1 აქტივობა - 2 ქულა; 2 და მეტი აქტივობა - 5 ქულა).
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა 2026 წლის 06 ოქტომბრიდან - 23 ოქტომბრის 17:00 საათის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე) უნდა გაგზავნოს განაცხადი და კონკურსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე - portal.bsu.ge
| უკან |
