
ძვირფასო სტუდენტებო!
გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!
28 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი განრიგით:
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 24 სექტემბერი, საგანმანათლებლო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება - 12:00 საათი; საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა და ფინანსები - 13:00 საათი, სააქტო დარბაზი, I კორპუსი, II სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა; ფინანსები.
- ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - 28 სექტემბერი, 10:00 საათი, 55 -ე აუდიტორია, I კორპუსი III სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: კომპიუტერული მეცნიერება; მათემატიკა; სკოლამდელი განათლება; ფიზიკა.
- იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 28 სექტემბერი, 12:00 საათი, სააქტო დარბაზი, I კორპუსი, II სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: ევროპისმცოდნეობა; საერთაშორისო ურთიერთობები; სამართალმცოდნეობა; საჯარო მმართველობა; ფსიქოლოგია.
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 28 სექტემბერი, 12:00 საათი, 55-ე აუდიტორია, I კორპუსი III სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: ბიოლოგია; გეოგრაფია; ეკოლოგია; ფარმაცია; ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია (new); ქიმია.
- ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 28 სექტემბერი, 11:00 საათი, 55-ე აუდიტორია, I კორპუსი III სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები; არქიტექტურა; ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია; მშენებლობა; ნავთობისა და გაზის ინჟინერია; სასურსათო ტექნოლოგია.
- ტურიზმის ფაკულტეტი - 28 სექტემბერი, 13:00 საათი, სააქტო დარბაზი, I კორპუსი, II სართული. საგანმანათლებლო პროგრამა: ტურიზმი.
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 28 სექტემბერი, 10:00 საათი, სააქტო დარბაზი, I კორპუსი, II სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: არქეოლოგია; გერმანული ფილოლოგია; თურქოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; ისტორია; ჟურნალისტიკა; რომანული ფილოლოგია; სლავური ფილოლოგია; ფილოსოფია; ქართული ფილოლოგია.
| უკან |
