2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის (ბსუ-ში სწავლის საფასურის გადახდის) ვადები

სურათი

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის (სწავლის დაწყება 2026 წლის 28 სექტემბერი) განისაზღვროს ბსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა (გარდა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირებისა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის ( სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) შემდეგი ვადები:

 

ა) I ეტაპზე - 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის

საფასურის არანაკლებ 40%; (შენიშვნა: პირადი განცხადების საფუძველზე

სტატუსშეჩერებული სტუდენტის სასწავლო პროცესში დაბრუნების (აღდგენის)

შესახებ განცხადება წარმოდგენილი უწდა იქნეს და სწავლის საფასური

გადახდილი, 2026 წლის 28 სექტემბრიდან (სემესტრის დაწყება) 15 დღის ვადაში -

2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით);

 

II ეტაპზე − 2026 წლის 13 წოემბრის ჩათვლით  სემესტრული სწავლის

საფასურის არანაკლებ 30%;

 

III ეტაპზე − 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის

საფასურის არანაკლებ 30%.

  N 01-02-160, 31.08.2026 წ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა