
ყველა პირველსემესტრელს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვას!
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ს პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების ბსუ-ში ჩარიცხვისათვის გატარდება შემდეგი ღონისძიებები:
აბიტურიენტთა (შემდეგში - პირველსემესტრელების) ბსუ-ში რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით, 2026 წლის 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი), შემდეგი განრიგით:
ა) 2026 წლის 7 სექტემბერი - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე („მათემატიკა“, „ფიზიკა“, „კომპიუტერული მეცნიერება“ (180 კრედიტი), „სკოლამდელი განათლება“ (180 კრედიტი));
ბ) 2026 წლის 8 სექტემბერი - ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე („აგრარული ტექნოლოგიები“ (180 კრედიტი), „არქიტექტურა“, „ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია“ (180 კრედიტი), „მშენებლობა“, „ნავთობისა და გაზის ინჟინერია“ 180 კრედიტი, „სურსათის ტექნოლოგია“);
გ) 2026 წლის 9 სექტემბერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე („ბიოლოგია“, „ეკოლოგია“ (180 კრედიტი), „გეოგრაფია“ (180 კრედიტი), „ქიმია“, „ფარმაცია“, „ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია“, „მედიცინა“, „სტომატოლოგია“);
დ) 2026 წლის 10 სექტემბერი - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე („ქართული ფილოლოგია“ (180 კრედიტი), „ისტორია“ (180 კრედიტი), „ინგლისური ფილოლოგია“ (180 კრედიტი), „გერმანული ფილოლოგია“ (180 კრედიტი), „რომანული ფილოლოგია“ (180 კრედიტი), „სლავური ფილოლოგია“ (180 კრედიტი), „თურქოლოგია“ (180 კრედიტი), „ფილოსოფია“ (180 კრედიტი), „არქეოლოგია“ (180 კრედიტი), „ჟურნალისტიკა“ (180 კრედიტი), „ქართულ ენაში მომზადების (აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის) საგანმანათლებლო პროგრამა“);
ე) 2026 წლის 11 სექტემბერი - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე („სამართალმცოდნეობა“ (180 კრედიტი), „ევროპისმცოდნეობა“ (180 კრედიტი), „ფსიქოლოგია“ (180 კრედიტი), „საერთაშორისო ურთიერთობები“ (180 კრედიტი), „საჯარო მმართველობა“ (180 კრედიტი));
ვ) 2026 წლის 14 სექტემბერი - ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ (180 კრედიტი) საგანმანთლებლო პროგრამაზე.
ზ) 2026 წლის 15-16 სექტემბერი - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე („ბიზნესის ადმინისტრირება“ (180 კრედიტი), „ფინანსები“ (180 კრედიტი) და „ეკონომიკა“ (180 კრედიტი));
ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს
(რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი):
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).
ვ) არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა (თუკი მშობელი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ხოლო სხვა კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა);
| უკან |
