ბსუ-ს სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. №12-ში მდებარე ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის სახურავზე 2 კვ.მ. ფართის იჯარით სარგებლობისათვის პირობებიანი ელექტრონული აუქციონის თაობაზე

პირობები:

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. 12-ში  მდებარე (მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ს.კ. 05.24.05.189) ტექნოლოგიური ფაკულტეტის  სასწავლო კორპუსის (ბსუ-ს №4 კორპუსი) სახურავზე 2 კვ.მ. ფართი გაიცეს იჯარით, 3 (სამი) წლის ვადით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. წინამდებარე ბრძანებაში აღნიშნული ფართის (2 კვ.მ.) საწყისი წლიური საიჯარო ქირა (საწყისი სარგებლობის საფასური) დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვროს 18 000 ლარის ოდენობით.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს 4500 ლარის ოდენობით, ხოლო `ბიჯი~ - 120 ლარის ოდენობით.  

4. განისაზღვროს წინამდებარე ბრძანებაში აღნიშნული ქონების იჯარით სარგებლობაში გაცემის ელექტრონული აუქციონის შემდეგი პირობები:

ა) იჯარით აღებული ფართი გამოყენებული უნდა იქნეს მობილური კავშირგაბმულობის  გადამცემი ანტენის განსათავსებლად;

ბ) მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახად(ებ)ი, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მრიცხველის  განმხოლოება (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით;

გ) მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო პირობების/ნორმების დაცვა;

დ) საიჯარო ქირა გადახდილი უნდა იქნეს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;

ე) მოიჯარეს შეტანილი ,,ბე“ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ვ) მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ზ)  იჯარით სარგებლობაში გადაცემის ვადა - 3 (სამი) წელი;

თ) მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:

1. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

2. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის  შემთხვევაში  (მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს ორი კვირის ვადაში);

3. საიჯარო ქირის ორი თვის ოდენობით დავალიანების არსებობის შემთხვევაში.

5. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდეს 2026 წლის 19 აგვისტოს და დასრულდეს 2026 წლის 26 აგვისტოს (განცხადება აუქციონის თაობაზე განთავსდეს 2026 წლის 18 აგვისტოს).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა