ბსუ აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: (დანართი 1)

 

 

 

  • ბიზნესის ადმინისტრირება 
  • ფინანსები და საბანკო საქმე
  • მარკეტინგი
  • აღრიცხვა, აუდიტი, დაბეგვრა
  • ეკონომიკა
  • განათლების ადმინისტრირება
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • მათემატიკა
  • პროფესიული და უწყვეტი განათლება
  • ფიზიკა
  • კლინიკური ფსიქოლოგია
  • სამართალი
  • ბიოლოგია
  • ეკოლოგია
  • ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
  • ქიმია
  • ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები
  • სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
  • აგრარული ტექნოლოგიები
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ევროპული ფილოლოგია (მოდულები: ინგლისური ფილოლოგია/გერმანული ფილოლოგია/ფრანგული ფილოლოგია)
  • თარგმანმცოდნეობა და კულტურათაშორისი კომუნიკაცია
  • თურქოლოგია
  • ისტორია
  • ლინგვისტიკა
  • ფილოსოფია
  • ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები
  • შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგია
  • ციფრული მედია და ინოვაციები

 

ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“.

 

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე (გარდა შაბათ-კვირისა), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, I სართული, ოთახი №20, ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35). 

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (შევსებული №2 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2026 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე),  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

ვ) უცხო ენის (ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად განსაზღვრული) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი  (ასეთის  არსებობის შემთხვევაში; შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ამ სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში უცხო ენის ცოდნის დადასტურება განხორციელდება ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის №06-01/24 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ში უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნის დონის დადასტურების წესის“ შესაბამისად);

ზ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

 

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი  განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში  (კონკურსანტს მოეთხოვება ბსუ-ს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად განსაზღვრული უცხო ენის არანაკლებ B2  დონეზე ცოდნა)  - 2026  წლის 14 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს №4 კორპუსი,  მე-3 სართული,  მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12);

უცხო ენის შედეგების გამოცხადება - 2026 წლის 14 სექტემბერი;

 

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2026 წლის 15 სექტემბერი 10:00 სთ-დან  - 16:00 სთ-მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, I სართული, ოთახი 1,  ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35);  

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2026 წლის 15 სექტემბერი (ეცნობება მაგისტრანტობის კანდიდატს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მისაღები გამოცდა სპეციალობაში  (წერითი) - 2026 წლის 16 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს №4 კორპუსი, მე-3 სართული, მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12);

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2026  წლის 17  სექტემბერი;

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2026  წლის 18 სექტემბერი, 10:00 სთ-დან  - 16:00 სთ-მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი №1,  ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35).  

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2026 წლის 18 სექტემბერი (შენიშვნა: პროგრამის განმახორციელებელი ფაკულტეტი ქმნის საპრეტენზიო განცხადებების განმხილველ კომისიას, რომელშიც არ მონაწილეობს პირები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანდიდატების შეფასებაში); პრეტენზიების განხილვის შედეგები ეცნობება მაგისტრანტობის კანდიდატს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გამომცდელს (დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება).

გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 21 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურთან (კანცელარია) არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 22 და 23 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35 (კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე გამოცდის საბოლოო შედეგებთან ერთად;

შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც ბსუ-ში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის საფუძველზე შეიძლება ჩაირიცხოს მაგისტრატურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე ბსუ-ში წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს).

  დანართი 1 - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები ადგილები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა