ართვინის გაზაფხულის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალი

სურათი24-25 მაისს, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში გამართულ ართვინის გაზაფხულის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“. სტუდენტებმა ანსამბლის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ ზურაბ სვანაძის მიერ დადგმული ფოლკლორული ცეკვები: “მთიულური“, „ქალთა ხორუმი“, „ქალ-ვაჟთა“ და „თუშური“ შეასრულეს. დელეგაციას რსუ-ს ასოცირებული პროფესორი ემზარ მაკარაძე ხელმძღვანელობდა. ართვინის გუბერნატორმა მუსტაფა იემლი ჰალიოღლუმ და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორმა მეჰმედ დუმანიმ „ტბეთს“ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და გაზაფხულის ფოლკლორის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა