ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. 2026 წლის 12 აგვისტოს გამოცხადდა ბსუ- მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტების  შესარჩევი კონკურსი შემდეგ მიმართულებებში:

1.1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;

1.2. ინჟინერია და ტექნოლოგიების დარგობრივი მიმართულებით;

1.3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;

1.4.  აგრარული მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;

1.5.  სოციალური მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;

1.6. ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგობრივი მიმართულებით;

1.7. ინტერდისციპლინური მიმართულებით;

1.8. ,,ახალგაზრდა მეცნიერისმიერ განსახორციელებელი დარგობრივი ან/დანტერდისციპლინური მიმართულებით მიზნობრივი კვლევითი პროექტი.

2. თითოეული  მიმართულებით (1.1.-1.8.) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს არანაკლებ 6 თვე და არაუმეტეს 18 თვე, ხოლო პროექტის შესრულების დაწყების თარიღი - არაუადრეს 2026 წლის  01 ოქტომბრისა.

3. კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა - 2026 წლის 13 აგვისტოდან 2026 წლის 20 აგვისტოს 17:00 საათამდე;

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვისა და შეფასების ვადა - 2026 წლის 21 აგვისტოდან 2026 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით);

15:00 საათამდე;

გ) საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების ბს- ვებგვერდზე გამოქვეყნება - 2026 წლის 24 აგვისტოს არაუგვიანეს  17:00 საათი;

დ) საკონკურსო შედეგის გასაჩივრების ვადა - 2026 წლის 24 აგვისტოდან 26 აგვისტოს 17:00 საათამდე (ბსუ-ს კანცელარიის საშუალებით);

ე) სააპელაციო კომისიის მიერ კონკურსანტთა საჩივრების/აპელაციის (არსებობის შემთხვევაში) განხილვა და გადაწყვეტილების მიღება - 2026 წლის 26, 27 და 29 აგვისტოს, სააპელაციო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების (შედეგის) წარდგენა ბსუ- რექტორის, კონკურსანტის (საჩივრის ავტორს) და საკონკურსო კომისიისათვის - გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მაგრამ  არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოს 11:00 საათამდე;

ვ) კონკურსის საბოლოო შედეგების დასამტკიცებლად ბსუ-ს აკადემიური საბჭოსათვის წარდგენის ვადა - 2026 წლის 31 აგვისტოს არაუგვიანეს 17:00 საათამდე;

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონულად  ელფოსტაზე: bsugrant@bsu.edu.ge და შემდგომ მატერიალური სახით - ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით, შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) ბსუ- მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადი, შევსებული ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (დანართი №1) შესაბამისად (აღნიშნული ფორმის გრაფები მოიცავს მისათითებელ ინფორმაციას განმცხადებლის (შემდეგში - პროექტის მენეჯერი); პროექტის დასახელების; პროექტის ტიპის (დარგობრივი/ინტერდისციპლინური/ახალგაზრდა მეცნიერის); სამეცნიერო მიმართულების; პროექტის ხანგრძლივობის; პროექტის ბიუჯეტის; პროექტში ჩასართავი ძირითადი (მკვლევრები) და დამხმარე პერსონალის (მათ შორის სტუდენტების) ბსუ-ს სხვა მიზნობრივ კვლევით პროექტში ჩართულობის შესახებ, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განმცხადებლის (პროექტის მენეჯერის) წერილობით განაცხადს);

) ბსუ- მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის აღწერილობა (გეგმა-გრაფიკით და ბიუჯეტით), შევსებული ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (დანართი №2) შესაბამისად (მათ შორის გრაფა ,,ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის ბიუჯეტის ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია“ ხელმოწერილი უნდა იყოს ბსუ- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ (პროექტის წარმდგენის (მენეჯერის) მიერ შედგენილი საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის ნაწილზე თანხმობის შემთხვევაში);

) ბსუ- მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადი (განაცხადები), შევსებული თითოეული ჩასართავი პირის მიერ, ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (დანართი №3) შესაბამისად (აღნიშნული ფორმის გრაფები მოიცავს მისათითებელ ინფორმაციას განმცხადებლის (შემდეგში - პროექტის მენეჯერი); პროექტის დასახელების; პროექტის ტიპის (დარგობრივი/ინტერდისციპლინური/ახალგაზრდა მეცნიერის); პროექტში ჩასართავი პირის სტატუსის (ძირითადი (მკვლევრები)/დამხმარე პერსონალი/სტუდენტები); პროექტში ჩართვაზე განმცხადებლის თანხმობის, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განმცხადებლის წერილობით განაცხადს);

) პროექტის მონაწილე  ბსუ-ს დასაქმებულთა (პერსონალის) CV-ები (პროექტში ჩასართავი პირების, გარდა სტუდენტებისა);

) პროექტის მონაწილე თითოეული სტუდენტის ცნობა და სასწავლო ბარათი.

იხილეთ თანდართული სამართლებრივი აქტები და ფორმები:

  1. კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება (12.08.2026 . №01-02/151);
  2. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №06-01/134 დადგენილებით დამტკიცებული „ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტების  შერჩევისა და განხორციელების დებულება“;
  3.  ,,ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადის, აღწერილობის და პერსონალის თანხმობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ- რექტორის 2026 წლის 06 აგვისტოს №01-02/149 ბრძანებით დამტკიცებული ფორმები (ბრძანების №1-3 დანართები):

ა) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადის ფორმა - №01-02/149 ბრძანების  №1 დანართი  (ჩამოტვირთეთ)

ბ) ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის აღწერილობის (გეგმა-გრაფიკით და ბიუჯეტით) ფორმა -  №01-02/149 ბრძანების  №2 დანართი  (ჩამოტვირთეთ)

გ) ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადის ფორმა  -  №01-02/149 ბრძანების  №3 დანართი (პერსონალის მიერ შესავსები) (ჩამოტვირთეთ)

დ) ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადის ფორმა -  №01-02/149 ბრძანების  №3 დანართი (სტუდენტის მიერ შესავსები)  (ჩამოტვირთეთ)

  ბრძანება N 01-02-151
  ბსუ-ს მიზნობრივი საგრანტო პროექტების დებულება
  ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი გრანტის საპროექტო განაცხადი
  ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი საგრანტო პროექტის აღწერილობა (გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი)
  ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადი
  ბსუ-ს მიზნობრივ კვლევით საგრანტო პროექტში ჩართულობაზე (მონაწილეობაზე) თანხმობის განაცხადი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა