გამოცხადდა მიღება ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა განათლების მეცნიერებები

პროგრამის განმახორციელებელი უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).

სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  

  • განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობა ან ნებისმიერი მიმართულების მაგისტრის ხარისხი და განათლების სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია   ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობა ან/და განათლების სფეროში 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე)
  • თუ აპლიკანტს უცხო ენის სწავლების დიდაქტიკის მიმართულებით აქვს დაგეგმილი სადოქტორო კვლევა, მას დამატებით მოეთხოვება სათანადო ენის ცოდნა C1 დონეზე.
  • გამოცდა პედაგოგიკაში (მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ ბმულზე)
  • საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით (სადოქტორო კვლევის მიმართულებები);
  • გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებას, ასევე ჩარიცხვის უფლების მქონე დოქტორანტობის კანდიდატების შერჩევას აწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა