
6 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება!
უნივერსიტეტის დასრულება არა მხოლოდ წარსული მიღწევების შეჯამება, არამედ თქვენი ახალი გზების დასაწყისია!
ღონისძიება ჩატარდება ბსუ-ს მიმდებარედ, უნივერსიტეტის შადრევანთან 6 აგვისტოს, საღამოს 19:00 სთ-დან.
ღონისძიების სივრცეში განთავსებული იქნება სპეციალურად მოწყობილი ფოტო კუთხეები, სადაც კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები მეგობრებთან და ლექტორებთან ერთად. ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილია კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.
ღონისძიება დასრულდება ტრადიციულად ქუდების ჰაერში ასროლით, ტორტის საზეიმო გაჭრითა და გრანდიოზული ფოიერვერკით.
გელოდებით! ერთად ვიზეიმოთ უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება!
| უკან |
