
1. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2026 წლის 24 აგვისტოდან - 2026 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი).
2. სტუდენტებმა, რომლებიც მოიპოვებენ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის წესით ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმოსვლის უფლებას, ბსუ-ს რექტორის ბრძანებით (N01-02/146, 28.07.2026) დადგენილ ვადებში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) ბსუ-ში გარე მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მოდულის „გარე მობილობა“ საშუალებით - 2026 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. გარე მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად (ატვირთოს/მიამაგროს ელექტრონულად), ხოლო ბსუ-ში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ - მატერიალური სახით (ხელშეკრულების გაფორმებისათვის);
ბსუ-ს საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი/საბაკალავრო-სამაგისტრო/სამაგისტრო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე (მხოლოდ მატერიალური სახით წარმოსადგენად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში).
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგი - ე.წ. „მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება - 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
გ) ამ პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტით გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში გარე მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების გადამოწმება და დადასტურება ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ - 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით გარე მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში - 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
ე) ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით,
ვ) გარე მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის’’ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2026 წლის 16-17 სექტემბრის ჩათვლით,
ზ) ბსუ-ში გარე მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
გარე მობილობის პროცესის ინსტრუქცია (სტუდენტი)
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
შიდა მობილობა
ა) ბსუ-ში შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მოდულის „შიდა მობილობის“ საშუალებით - 2026 წლის 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. პროგრამის შეცვლის მსურველი ბსუ-ს სტუდენტი (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე) უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა (რიგითობის შესაბამისად). ბსუ-ს ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“ გადმოსვლის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- „ბსუ-ს ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“ ბსუ-ს დოქტორანტის შიდა მობილობის სააპლიკაციო განაცხადი“, შევსებული „ბსუ-ში მობილობის (შიდა მობილობის) ადმინისტრირების წესის“ №3 დანართის შესაბამისად;
- საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების თანხმობა;
- ცნობა ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იმ შემთხვევაში, თუ ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ინგლისური ენის B2 დონის დასადასტურებლად არ აქვს ჩაბარებული. (იხილეთ საგამოცდო საკითხები)
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგში - ე.წ. „მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განცხადებების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება -2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
გ) ფაკულტეტის დეკანის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობის გადამოწმება და დადასტურება - 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
დ) ფაკულტეტის დეკანის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინაპირობებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობას გადამოწმება და დადასტურება 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
ე) ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების გადამოწმება და დადასტურება ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ - 2026 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით შიდა მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში - 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;
ზ) ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის’’ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;
თ) შიდა მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის’’ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2026 წლის 31 აგვისტო - 1 სექტემბერი, ხოლო სადოქტორო საფეხურზე შიდა მობილობის მსურველებისათვის - 2026 წლის 31 აგვისტო;
ი) ბსუ-ს ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“ გადმოსვლის მსურველებისათვის (მიმღები ფაკულტეტის მიერ მომზადებულ კრედიტების აღიარების დასკვნაზე შიდა მობილობის მსურველის მიერ თანხმობის შემთხვევაში) ჩასატარებელი გამოცდების მიმღები ფაკულტეტის მიერ დაგეგმვა-ორგანიზება (სამართლებრივი აქტების პროექტების, ასევე შიდა მობილობის მსურველთა ინფორმირებისათვის ბსუ-ს ვებგვერდზე შესაბამისი განცხადების ტექსტის მომზადება) და ჩატარება - 2026 წლის 1-2 სექტემბერს. „განათლები მეცნიერებების“ სადოქტორო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველი ბსუ-ს დოქტორანტისათვის სავალდებულოა: 1. გაიაროს გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ, აღნიშნული სადოქტორო პროგრამის მმართველ საბჭოსთან; 2. წარმოადგინოს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ან ჩააბაროს გამოცდა ინგლისური ენის B2 დონის დასადასტურებლად (იმ შემთხვევაში, თუ ბსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ინგლისური ენის B2 დონის დასადასტურებლად არ აქვს ჩაბარებული). შიდა მობილობის მსურველებისათვის ჩასატარებელი გამოცდების ზუსტი დროის და ადგილის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე, მობილობის განცხადების ველში და ასევე დამატებით ეცნობოს შიდა მობილობის მსურველ დოქტორანტებს, მიმღები ფაკულტეტის მიერ, ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტთან კოორდინირებით;
კ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენა შიდა მობილობით ჩარიცხვაზე უფლებამოპოვებული პირების შესახებ, რომლებთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები - 2026 წლის 03 სექტემბერი;
ლ) ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება - 2026 წლის 3-4 სექტემბერი 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეპარტამენტმა განათავსოს ბსუ-ს ვებგვერდზე და პორტალზე, შესაბამის ველებში);
მ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათისა და ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის წარმოდგენა და ბრძანების გამოცემა - 2026 წლის 7 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
| უკან |
