ბსუ-ში II საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები“ გაიმართება

სურათი

14–16 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები  -  რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის“ (New Horizons: Strengthening Regional Cooperation Across the Eastern Partnership, South Caucasus & Central Asia).

კონფერენცია მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევითი შედეგებისა და გამოცდილების გაზიარებას, რეგიონის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების განხილვასა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების ჩამოყალიბებას.

„ახალი ჰორიზონტები“ აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტებს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკის პრაქტიკოსებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს და ქმნის საერთაშორისო პლატფორმას რეგიონისთვის მნიშვნელოვანი თანამედროვე საკითხების ინტერდისციპლინური განხილვისთვის.

2026 წლის კონფერენციის ძირითადი თემატური მიმართულებებია:

1.  საჯარო მმართველობა, ჩართულობა და საჯარო სერვისები;
2.  ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მმართველობა;
3.  მწვანე ტრანზიცია და მდგრადი განვითარება;
4. რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვა და კასპიის ზღვა;
5. ახალგაზრდების ჩართულობა საჯარო პოლიტიკაში;
6.  მიგრაცია, იდენტობა და კულტურა.

კონფერენციის ფარგლებში სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნებიან ესპანეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეებთან ერთად ჩაერთვებიან თემატურ სესიებსა და დისკუსიებში.

აბსტრაქტების მიღება
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე მომზადებული, მაქსიმუმ ერთგვერდიანი აბსტრაქტი. აბსტრაქტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი საკვლევი საკითხი, კვლევის მიზანი, ძირითადი არგუმენტი და კვლევის ძირითადი ან მოსალოდნელი შედეგები.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი.
აბსტრაქტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: gigaphartenadze@gmail.com
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომებიდან მომზადებული საბოლოო სტატიები გამოქვეყნდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 14 - 16 ოქტომბერი, 2026;
ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია №55

კონფერენციის ავტორი და საკონტაქტო პირი:
Dr. Giga Phartenadze
Associate Professor, Batumi Shota Rustaveli State University
Email: gigaphartenadze@gmail.com
Tel.: +995 551 575 729

II საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები“ 2025 წელს დაწყებული საერთაშორისო ინიციატივის გაგრძელებაა. მისი გრძელვადიანი მიზანია „ახალი ჰორიზონტების“ ჩამოყალიბება მდგრად საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლასა და უნივერსიტეტებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს შორის ახალი პარტნიორობების შექმნას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა