
23–24 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე II გლობალური სიმპოზიუმი (GSCBH 2026) მიმდინარეობს. სიმპოზიუმი ორგანიზაცია “ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობისა” და ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
სიმპოზიუმი წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს 11 ქვეყნის 200-მდე მკვლევარს, ექიმს, ფარმაცევტს, ბიოტექნოლოგს და გარემოს მეცნიერების სპეციალისტს. ფორუმის მიზანია თანამედროვე კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიის თანამედროვე მიმართულებები, ბიოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი თერაპიული მიდგომების კვლევა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი, ასევე ბუნებრივი რესურსების, მათ შორის მინერალური წყლებისა და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაში. გაიმართება თემატური ვორქშოფები,დისკუსიები და პოსტერული მოხსენებები.
სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობას თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში.
სიმპოზიუმის ძირითადი თემატური მიმართულებებია:
1. სამედიცინო ქიმია და ფარმაცევტული კვლევები
ახალი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
სამკურნალო ნაერთების სინთეზი და ანალიზი
სამედიცინო ქიმიის თანამედროვე მეთოდები
2. ბიოქიმია და მოლეკულური მექანიზმები
დაავადებების ბიოქიმიური მექანიზმები
ბიომოლეკულების ფუნქცია და რეგულაცია
ბიოქიმიური პროცესები ჯანმრთელობასა და დაავადებაში
3. გარემოს ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა
გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობა
ეკოტოქსიკოლოგია
კლიმატის ცვლილება და ბიოქიმიური პროცესები
4. გარემოსდაცვითი კვლევები, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება
სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და აგროეკოსისტემების მართვა
ბუნებრივი ეკოსისტემების ფუნქციონირება, ბიომრავალფეროვნება და დაცვა
გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობა
5. ბალნეოლოგია, თალასოთერაპია და კურორტოლოგიური მედიცინა
სამკურნალო მინერალური წყლების ქიმია
ზღვის წყლისა და სანაპირო რესურსების სამკურნალო პოტენციალი
ბუნებრივი სამკურნალო რესურსები და რეაბილიტაცია
6. აგრარული ბიოქიმია და მცენარეთა ჯანმრთელობა
მცენარეთა დაავადებები და ფიტოპათოლოგია
მცენარეთა ბიოქიმია და ბიოაქტიური ნაერთები
საკვების უსაფრთხოება და კვების ბიოქიმია
7. ქიმია და ქიმიური ტექნოლოგია ჯანსაღი გარემოსთვის
ახალი კომპოზიციური მასალები და მათი კვლევის საშუალებები
მემბრანული ფილტრაცია და წყლის გაწმენდის ტექნოლოგიები
წყლის ხარისხის ანალიზი
8. ანალიტიკური ქიმია და ქრომატოგრაფიული მეთოდები
ქრომატოგრაფიული ტექნოლოგიები ბიოქიმიასა და მედიცინაში
ბიოაქტიური ნაერთების ანალიზი
თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიები
9. ბუნებრივი პროდუქტების ქიმია და ბიოაქტიური ნივთიერებები
მცენარეული და ბუნებრივი ნაერთები
ბიოაქტიური ნივთიერებები მედიცინაში
ბუნებრივი რესურსების გამოყენება ჯანმრთელობისთვის
10. ინოვაციური ტექნოლოგიები და ციფრული მიდგომები ბიომედიცინაში
ხელოვნური ინტელექტი ბიოქიმიურ კვლევებში
ბიოინფორმატიკა და მონაცემთა ანალიზი
თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები
| უკან |



















