გამოცხადდა მიღება სეზონურ სკოლაში, რომელიც ეძღვნება ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სამართლებრივ ასპექტებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მონაწილეთა მიღებას სეზონურ სკოლაში, რომელიც ეძღვნება ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სამართლებრივ ასპექტებს. სეზონური სკოლა ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „სეზონური სკოლა“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

სეზონური სკოლის მიზანია აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მიდგომების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • ბავშვის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი საფუძვლები;
  • ბავშვთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები და პრევენციული მექანიზმები;
  • ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია;
  • საუნივერსიტეტო პრაქტიკის კომპონენტი და მენტორობა;
  • საგანმანათლებლო და ციფრული რესურსების შექმნა;
  • საერთაშორისო გამოცდილება და აკადემიური თანამშრომლობა.

სეზონური სკოლა განხორციელდება ინტერაქციული ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების (Workshop) ფორმატში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • აკადემიურ პერსონალს;
  • სკოლების პედაგოგებს;
  • სტუდენტებს;
  • ბავშვის უფლებებისა და განათლების სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ბსუ-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმას, რომელიც მოიცავს: პირად და საკონტაქტო ინფორმაციას; პროფესიულ/აკადემიურ გამოცდილებას ბავშვის უფლებების მიმართულებით; მოტივაციის დასაბუთებას - რატომ სურს მონაწილეობის მიღება და რამდენად შეესაბამება მისი ინტერესი  სეზონური სკოლის თემატიკას.

სარეგისტრაციო ბმული

სეზონური სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

სეზონური სკოლის ჩატარების პერიოდი: 14.09 – 18.09.2026 წელი

რეგისტრაციის ვადა: 17.07 – 31.07, 18.00 სთ-მდე;

შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება: 3.08-5.08-მდე;

სეზონური სკოლის საორგანიზაციო კომიტეტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა