ბსუ პროექტ „HEAL“-ის კონსორციუმის სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს

სურათი

13–15 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ,,Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის HEAL („განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში“, ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) კონსორციუმის სამუშაო შეხვედრებს. კონსორციუმის წევრებს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე და მოადგილეები - გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრების მიზანია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და პარტნიორი ინსტიტუციების უკუკავშირის გაზიარება. პროექტის მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში დაათვალიერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკა ,,ბსუ დენტი“ და აფილირებული კლინიკები: „ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრი - როგო“ და „ხოზრევანიძის კლინიკა“, სადაც გაეცნენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის უნივერსიტეტი (კოორდინატორი), ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი) და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა