ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

1. გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს „კომპიუტერული მეცნიერების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და ბსუ-ს „კომპიუტერული მეცნიერების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ან აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს (შენიშვნა: საბაკალავრო საფეხურის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს 120 კრედიტზე ნაკლები).

3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 13 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (შევსებული სტაჟირების გავლის წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად, მათ შორის, სამოტივაციო ნაწილიც);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო ბარათი, ხოლო ბსუ-ს კურსდამთავრებულმა - ბსუ-ს დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;

ე) ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4);

ვ) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

4. კონკურსის წესით შეირჩეს 4 სტაჟიორი, რომლებიც ორი თვის განმავლობაში გაივლიან ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში ორ ცვლაში, შემდეგი განრიგით: პირველ ცვლა (09:00 სთ - 13:00 სთ), ხოლო მეორე ცვლა (14:00სთ - 18:00სთ).

5. შერჩეულმა სტაჟიორებმა სტაჟირების გავლის პერიოდში უნდა შეასრულონ ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულებითა და  პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, დაკისრებული დავალების ფარგლებში.

6. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში თითოეულ სტაჟიორზე გაიცეს სერტიფიკატი.

7. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების პერიოდის (ორი თვე) გასვლის შედეგად, ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვროს წარმატებული სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდნენ არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება). დასაქმებული სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით (არაუმეტეს 500 ლარი).

8. სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია, რომელმაც განსაზღვროს კონკურსის ჩატარების ვადები და ინფორმაცია განათავსოს ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსების ველში).

9. ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე განცხადებას თან ერთვის:

9.1. სტაჟირების განაცხადის ფორმა („ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესის“ №1 დანართი);

9.2. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის №02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი“;

9.3. კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება;

9.4. ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა.

 

  ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა
  ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი
  განაცხადი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა