
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა „სტუდფესტი 2026“-სა და „უნივერსიადა 2026“-ში და უნივერსიტეტს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს.
„უნივერსიადა - 2026"
ფუტსალი, I ლიგა - I ადგილი
„სტუდფესტი - 2026“
ფრენბურთი, გოგონები - II ადგილი
ჩოგბურთის ტურნირი - II ადგილი
საუკეთესო სტუდენტური ბენდი - II ადგილი
თანამედროვე ცეკვების კონკურსი - II ადგილი
ხატვის კონკურსი - II ადგილი
3x3 კალათბურთი - III ადგილი
ფრენბურთი, ვაჟები - III ადგილი
მკლავჭიდის ტურნირი - III ადგილი
ბილიარდის ტურნირი, ვაჟები - III ადგილი
ბილიარდის ტურნირი, გოგონები - III ადგილი
ხალხური სიმღერის ტური - III ადგილი
გამარჯვებულ სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე და რექტორის მოადგილეები შეხვდნენ, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის და სიგელები გადასცეს.
ვულოცავთ ბსუ-ს სტუდენტებს, სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს მიღწეულ წარმატებებს!
მადლობა თითოეულ მონაწილეს მონდომებისთვის, გუნდური სულისკვეთებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
ბსუ ამაყობს თავისი სტუდენტებით!
| უკან |



















