ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური თეატრების კვირეულს მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური თეატრების კვირეულს მასპინძლობს. კვირეული ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ  გახსნა, სტუდენტური თეატრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.  კვირეული სხვადასხვა უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თეატრალურ დასებს აერთიანებს და მიზნად ისახავს  შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას. კვირეულის ფარგლებში სპექტაკლები 18 ივნისის ჩათვლით ბსუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართება. 

📌 კვირეულის განრიგი:

🔹 15 ივნისი | 18:00 სთ

სკოლა UG - „ოთარაანთ ქვრივი“

🔹 16 ივნისი | 18:00 სთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა - „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“

🔹 17 ივნისი | 15:00 სთ

სკოლა ევრო 2000 - „ოზის ჯადოქარი“

🔹 18 ივნისი | 18:00 სთ

თსუ-ს თეატრი „სხვენი“ - „ვთამაშობთ სამანიშვილისთვის“

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა