
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღონისძიებაში - „ექსპო -ახალგაზრდული სერვისები“ მიიღო მონაწილეობა. ბსუ-ს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.
ბსუ-ს სტენდთან დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო მიმართულებების შესახებ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან.
გამოფენა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების, დასაქმების, მოხალისეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობას.
| უკან |



















