
განმახორციელებელი/ინიციატორი ორგანიზაცია:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი:
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ნარგიზ მეგრელიძე
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი - ნინო მხეიძე
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ნინო კიკნაძე
ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე , თსუ-ს საბავშვო უნივეტრსიტეტის ქიმიის კოორდინატორი, შრსეფ გრანტის SPG-25-652-ის კოორდინატორი, ქიმიის დოქტორი ელიზა მარქარაშვილი.
განხორციელების პერიოდი:
ერთდღიანი ღონისძიება (14:00 – 18:00)
თარიღი: 05.06.2026
პროექტის მიზნები და მოკლე აღწერა:
პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაზრდა პრაქტიკული, ვიზუალური და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით. ღონისძიება მოიცავს ლაბორატორიულ დემონსტრაციებს, მოსწავლეთა მონაწილეობით, ექსპერიმენტებს, ქიმიის პრაქტიკულ უნარ-ჩვევების დემოსტრირებას, ასევე საგანმანათლებლო ლექციებს და შემოქმედებით აქტივობებს.
პროექტის მიზნები:
- ქიმიის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებში - ქიმიის ვიზუალური ეფექტების ჩვენება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაზრდა ;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა ;
- მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
- ღონისძიება ხელს შეუწყობს მეცნიერების პოპულარიზაციის კულტურის განვითარებას რეგიონში და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო სივრცეში.
ღონისძიების პროგრამა
14:00 – 14:30 | მისალმება და გახსნის ცერემონია (უნივერსიტეტის რექტორი, მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში)
- ღონისძიების მიზნების გაცნობა, მინი-ლექცია: „ქიმიის მნიშვნელობა გარემოსა და მეცნიერებაში“ - აქტივობის განმახორციელებელი - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ნარგიზ მეგრელიძე
- მოკლე ვიდეო: „ქიმია ჩვენს ცხოვრებაში“
14:30 – 15:30 | ქიმიური შოუ: სახალისო ექსპერიმენტები (Live Experiments) - აქტივობის განმაორციელებელი - თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის კოორდინაქტორი, ქიმიის დოქტორი - ელზა მარქარაშვილი (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის SPG-25-652 -ის კოორდინატორი)
- „ვულკანის ამოფრქვევა“ ;
- უალკოჰოლო სასმელების დამზადება;
- ყვავილების შეფერადება;
- რძეზე ხატვა;
- ქიმიური გამოცანები და ქიმიური კროსვორდები
15:30 – 16:30 | მონაწილეთა პრაქტიკული ლაბორატორია - აქტივობის განმახორციელებელი - ასოცირებული პროფესორი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი -ნინო კიკნაძე
(მონაწილეები თავად მუშაობენ: სტუდენტი-მოსწავლე)
- pH-ის განსაზღვრა ინდიკატორებით და საველე pH-მეტრით;
- მარტივი ტიტრაცია (ნეიტრალიზაცია);
- წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შეფასება საველე პირობებში;
- საველე გაზომვები და ანალიზი პორტატული ხელსაწყოების გამოყენებით
16:30 – 17:30 | შემოქმედებითი აქტივობები:
- პლაკატების გამოფენა: „ქიმია ჩემს გარშემო“
- „ქიმია ჩემს ცხოვრებაში“ - მოსწავლეთა მინი- პრეზენტაციები
- 5-წუთიანი გამოსვლები სხვადასხვა თემებზე
- ინტელექტუალური ვიქტორინა „შეუძლია თუ არა მეცნიერებას ქვეყნის განვითარების შეცვლა?“
17:30 – 18:00| დახურვა და დაჯილდოება
- სუვენირების გადაცემა მონაწილეებისა და მოხალისეებისთვის, საუკეთესო პრეზენტაციისთვის
- დასკვნითი სიტყვა
- ჯგუფური ფოტო
სამიზნე ჯგუფი:
- საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები (V–XI კლასები)
- ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები და სტუდენტები;
- მასწავლებლები და პედაგოგები
საჭირო რესურსები:
- უსაფრთხოების აღჭურვილობა (ხალათები, ხელთათმანები)
- პროექტორი და აუდიო სისტემა
- პოსტერის სტენდი
- სცენა ან საპრეზენტაციო პლატფორმა
- ტრიბუნა (lectern)
- პროექტორის ეკრანი ან თეთრი დაფა
- მიკროფონი
- მონაწილეთა სკამები და მაგიდები (3 მაგიდა, 6-7 სკამი)
- ნარჩენების ურნები (ქიმიური და ჩვეულებრივი)
- ელექტროენერგიის წერტილები მაგიდებთან და ელექტრო დამაგრძელებელი
- ლაბორატორიული ხალათები;
- ერთჯერადი ხელთათმანები;
- დამცავი სათვალეები;
- ნიღბები (საჭიროების შემთხვევაში);
- მადლობის სიგელები;
- სასაჩუქრე ჩანთები კალმებით და ბლოკნოტებით მონაწილეებისთვის
მეთოდოლოგია:
პროექტი დაფუძნებულია „learning by doing“ პრინციპზე. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ექსპერიმენტებში, აკვირდებიან რეალურ ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს და იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას უნივერსიტეტის სივრცეში.
მოსალოდნელი შედეგები:
- ქიმიისადმი ინტერესის ზრდა მოსწავლეებში;
- საბუნებისმეტყველო ცოდნის გაღრმავება ;
- უნივერსიტეტისა და სკოლის კავშირის გაძლიერება;
- პრაქტიკული უნარების განვითარება ;
- მეცნიერების პოპულარიზაცია რეგიონში .
უსაფრთხოების საშუალებები და ზომები:
- ყველა ექსპერიმენტი ჩატარდება ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვით;
- გამოყენებული იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- მოსწავლეები იმუშავებენ მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ ;
- სახიფათო რეაგენტები გამოიყენება მხოლოდ დემონსტრაციის რეჟიმში;
- სადეზინფექციო ხსნარი (70% ეთანოლი)
დასკვნა:
ღონისძიება: „ვინ და რატომ უნდა ისწავლოს ქიმია? – მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქიმიის მეცნიერების პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებში და მათი მოტივაციის გაზრდას საბუნებისმეტყველო მიმართულებით. აჩვენებს „ქიმია მხოლოდ ფორმულები არ არის“ - ეს არის მეცნიერება, რომელიც ქმნის საფუძველს ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ტექნოლოგიების განვითარებისათვის, სუფთა გარემოს შექმნისათვის და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. ქიმია არის „ცოცხალი მეცნიერება“ და არა მხიოლოდ სასწავლო დისციპლინა.
| უკან |
