
4 ივნისს, 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ,,დასაქმების ფორუმი 2026'' გაიმართება!
ეძებ სამსახურს, სტაჟირებას ან კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობას?
მოდი ,,დასაქმების ფორუმი 2026''-ზე, სადაც:
- დაგხვდება 80-მდე დამსაქმებელი კომპანია;
- წარმოდგენილი იქნება 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სხვადასხვა სფეროდან;
- გექნება შესაძლებლობა პირისპირ შეხვდე დამსაქმებლებს;
- წარადგინო საკუთარი გამოცდილება და უნარები;
- გაეცნო დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და შესაძლებლობებს.
ეს არის სივრცე, სადაც ერთი შეხვედრა შეიძლება შენი მომავალი კარიერის დასაწყისი გახდეს!
მოდი, გაეცანი, დასაქმდი!
ღონისძიება ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით.
| უკან |
