ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია MACRO CLEAN (BSB00584) პროექტის ფარგლებში

სურათი

2026 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN-ის ფარგლებში, დაგეგმილია ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

 

ღონისძიების  ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ტიპის ღონისძიებები:

  • ზღვის სანაპიროს დასუფთავება
  •  ზღვაში არსებული ნარჩენების მოგროვება (მყვინთავების მეშვეობით)
  • ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ მოწვეული სპიკერების მიერ მოხდება ინფორმაციის მიწოდება აქციაში მონაწილე სტუდენტების და მოსწავლეებისთვის
  • ღონისძიებაზე ასევე გათვალისწინებულია არტ-დიზაინერების ჩართულობაც, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად შექმნიან კრეატიულ არტ დიზაინს პლიაჟზე/ზღვაზე შეგროვებული ნარჩენებისგან. 

თარიღი - 5 ივნისის, 2026 წ.

ადგილი - აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო

საკონტაქტო ინფორმაცია - 577 14 54 20 / 599 48 21 81;

პროექტი MACRO CLEAN (BSB00584) „მაკრო წყალმცენარებიის კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან - სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი).

პროექტის მიზნები მოიცავს  კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას  წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში.   მოიცავს ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა