- გაიცეს იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ბსუ-ს №2 კორპუსის სარდაფში (მის.: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32; ს/კ 05.23.03.004) მდებარე 193,80 კვ.მ ფართი, შესაბამისი ინვენტარით (13 ერთეული პლასტმასის მაგიდა; 44 ერთეული პლასტმასის სკამი; 5 კომპლექტი მაღალი მაგიდა 4-4 სკამით; 4 კომპლექტი გრძელი მაგიდა 2-2 სკამით; 7 ერთეული თარო; 1 ერთეული კარადა), პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით.
- ელექტრონული აუქციონის გამოცხადების მიზნით განისაზღვროს:
ა) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი წლიური საიჯარო ქირა დღგ-ის ჩათვლით - 32 000 ლარის ოდენობით;
ბ) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე - 6 400 ლარის ოდენობით;
გ) ბიჯი - 250 ლარის ოდენობით.
- ელექტრონული აუქციონის პირობები განისაზღვროს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად.
- ელექტრონული აუქციონის დაწყება/დასრულების ვადა: 19/05/2026 16:00 სთ. - 25/05/2026 15:00 სთ. (განცხადება აუქციონის თაობაზე განთავსებულია ვებგვერდზე -www.eauction.ge.
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ბსუ-ს №2 კორპუსის სარდაფში მდებარე 193,80 კვ.მ. ფართის (შესაბამისი ინვენტარით), ორი წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გაცემისათვის გამოსაცხადებელი ელექტრონული აუქციონის პირობები:
- იჯარით აღებული ფართი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტუდენტური კაფე - სასადილოს მოსაწყობად, რომელიც შეღავათიან ფასებში მოემსახურება ბსუ-ს სტუდენტებს და პერსონალს.
- მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სამზარეულოს მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით, კერძოდ:
ა) ელექტროქურა/პანელი, დამზადებული უჟანგავი ფოლადისაგან;
ბ) ღუმელი/ელექტრული + ელექტრომექანიკური კონტროლი უჯრების მოცულობა: 6 ერთეული;
გ) ფრიტურნიცა;
დ) მაცივარი ელექტრო (+) უჟანგავი ფოლადის, გარდა უკანა პანელისა;
ე) მაცივარი ელექტრო (-) უჟანგავი ფოლადის, გარდა უკანა პანელისა;
ვ) დახლ-მაცივარი ელექტრო (-) უჟანგავი ფოლადის, გარდა უკანა პანელისა;
ზ) სამზარეულოს დამხმარე სათავსოები, კარადები და სამუშაო მაგიდები; დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისაგან;
თ) სამზარეულო აღჭურვილი უნდა იქნას ძირითადი და დამხმარე ხელსაწყოებით; აუცილებელია დამზადებული იქნას უჟანგავი ფოლადისაგან.
შენიშვნა: დაუშვებელია სამზარეულოში გამოყენებული იქნას ხის ელემენტი.
- მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სასადილოს ძირითადი დარბაზის მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით, კერძოდ:
ა) ძირითადი დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო რაოდენობის მაგიდებით და სკამებით, ბსუ-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
ბ) მაგიდები და სკამები ძირითად დარბაზში უნდა განლაგდეს დამოუკიდებლად და ერთი მაგიდა განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 4 ადამიანზე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გაერთიანება;
გ) ძირითად დარბაზში მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 80 პირის განთავსება და მომსახურება.
- მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს სამზარეულოს შემდეგი დამხმარე ინვენტარით აღჭურვა:
ა) თეფში, ჭიქა და მსგავსი სხვა ინვენტარი, დამზადებული მინისაგან ან ფაიფურისაგან;
ბ) დანა, ჩანგალი და მსგავსი სხვა ინვენტარი, დამზადებული უჟანგავი ლითონისაგან;
შენიშვნა: დაუშვებელია ძირითად დარბაზში გამოყენებული იქნეს პლასტმასის ან ხის ელემენტები.
- მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს მენიუსთან დაკავშირებით შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) კაფე/სასადილოს მენიუში აუცილებელია ყოველდღიურად გათვალისწინებული იყოს მენიუს შემდეგი კომპონენტები: ცივი კერძი, წვნიანი, ძირითადი კერძი, ცომეული, გარნირი, დესერტი, სენდვიჩ-მენიუ, ასევე სასმელები: ჩაი, გამაგრილებელი სასმელები, ხილის წვენები, მინერალური წყლები;
ბ) ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალის მოთხოვნების შესაბამისად მენიუს შედგენა და განახლება.
- მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს წყლის და ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლოება (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით.
- მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.
- აღნიშნული სტუდენტური კაფე უნდა ამოქმედდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
- იჯარით სარგებლობაში გაცემის ვადა - 2 წელი.
- საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
- მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები.
- მოიჯარეს შეტანილი ბე ჩაეთვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას.
- მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, ,,საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის N585 დადგენილების, ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
- მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში:
ა) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (არანაკლებ ორი ფაკულტეტის საბჭო, ორი ბსუ-ს სხვა სტრუქტურული ერთეული და სტუდენტური თვითმართველობა) მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში (მოთხოვნიდან არაუმეტეს ორი კვირის ვადაში);
გ) საიჯარო ქირის ორი თვის დავალიანების შემთხვევაში.
- მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მისი აღდგენა, ასევე, სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად).
- იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში.
- აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებიც მონაწილეობას არ მიიღებენ სააუქციონო ვაჭრობაში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
| უკან |
