
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში ორგანიზაცია ,,მშვიდობის ელჩები”-ს მიერ გადაღებული ფილმის ,,ინგირს მელეს” ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის, რაც ხელს შეუწყობს შემდგომი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ასევე გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კულტურულ-შემოქმედებითი საღამო ბსუ-ს ხალხური სიმღერის ანსამბლ „თირინისა“ და ფერიის საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით.
ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ორგანიზაციის მშვიდობიანი პოლიტიკის მხარდაჭერისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ. დასასრულს უნივერსიტეტის ეზოში სიმბოლურად დაირგო მშვიდობის ელჩების ხე, როგორც მშვიდობიანი და ერთიანი მომავლის სიმბოლო.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის მოადგილეები, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი და ფილმის გმირები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები.
| უკან |




















