ბსუ-ში სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო ლექციები და პანელური დისკუსიები გაიმართა

სურათი

ბსუ-ში კარიერული განვითარების კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი იმართება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების, დასაქმებისა და კარიერული დაგეგმვის შესაძლებლობებს.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციები კარიერული არჩევანის, გადაწყვეტილების მიღებისა და შრომითი უფლებების თემებზე, საინფორმაციო სესიები სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შესაძლებლობებზე და პრაქტიკული ვორქშოფები პერსონალური ბრენდინგის, თვითპრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკების მიმართულებით.

შეხვედრები ჩაატარდა ბსუ-ს წარმატებულ კურსდამთავრებულებთან  და დარგის სპეციალისტებთან, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები.

კარიერული განვითარების კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის დასაქმების სააგენტოს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა პროფესიული ორიენტაციის, დასაქმების ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანი უნარების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრების განრიგი და თემატიკა:    

აჭარის დასაქმების სააგენტოს საინფორმაციო სესია: ,,დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები“;

ჯუნა კიტაზბას საჯარო ლექცია: „შრომითი ურთიერთობების რეგულირება და უფლებების დაცვა“

ლატავრა ჩუბინიძის ვორქშოფი: „პერსონალური ბრენდინგი და კარიერული თვითპრეზენტაცია“ ;

დიალოგი ბსუ-ს წარმატებულ კურსდამთავრებულთან -  „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურ დირექტორ გოჩა კამკიასთან;

აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საინფორმაციო სესია: ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამები;

ლატავრა ჩუბინიძის ვორქშოფი: „პერსონალური ბრენდინგი და კარიერული თვითპრეზენტაცია“;

საინფორმაციო სესია: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამები;

ლატავრა ჩუბინიძის ინტენსიური პრაქტიკუმი: „გასაუბრების სტრატეგიები და ინტერაქტიული სიმულაცია“ ;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა