
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციის „ჩვენი სულიერების ბალავარი“ ფარგლებში, ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე ქალაქ ბორჩხის მერს, ერჯან ორალ-დავითაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
| უკან |



