I სამეცნიერო კონფერენცია - ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“

სურათისკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახლელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში I სამეცნიერო კონფერენცია - ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ გაიხსნა. კონფერენციაში სტუდენტებთან ერთად ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. 200-მდე მომხსენებელმა თემები პედაგოგიკის, ჯანდაცვის, ისტორიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურისა და სოციალური მიმართულების სექციებში წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: სკოლა და ოჯახი ბავშვის აღზრდაში, მასწავლებლის პიროვნული და საზოგადოებრივი როლი და მნიშვნელობა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, ბათუმი - ტოლერანტული ქალაქი, კანონი, ენათმეცნიერება და ენის ნორმების გავრცელებული დარღვევები. კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებას, სამეცნიერო მუშაობის სწავლებას, საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ისახავს მიზნად.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა