„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის პოზნანის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში (პოლონეთი)

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ანჟერის  (საფრანგეთი) უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი (კონკურსში მონაწილეობის დროს);
  • სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუს“-ის/“ერაზმუს“+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს გატარებული ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი   ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს მიმღები უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე (ამ შემთხვევაში - ტურიზმი) ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან). 

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2026 წლის  11 მაისი - 14 მაისი (12:00 საათამდე)

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php   და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი ენა და დონე - ამ შემთხვევაში, ინგლისური ენა B1, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.

 წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

ტესტირება უცხო ენაში (ენების ცენტრი), ინგლისური ენა B1: 2026 წლის 15 მაისს, 10:00 სთ.

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 71 ქულა), დაინიშნება

მეორე ეტაპი - გასაუბრება  შესარჩევ კომისიასთან: 2026 წლის  15 მაისს 16:00 სთ.

მესამე ეტაპი-

ბსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად ნომინირებული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიმღები უნივერსიტეტებისთვის.

სტიპენდია მოიცავს:

  • სწავლის საფასურისგან გათავისუფლებას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯს!

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა