
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალი წარმომადგენელი საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანი და ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ეწვივნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა ბსუ-ს რექტორის მოადგილეებთან - გიორგი ქათამაძესთან და თამარ სირაძესთან, ასევე ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანთან, ლელა თურმანიძესთან და ბავშვის უფლებათა ცენტრის ექსპერტებთან. მხარეებმა იუნისეფის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, მათი შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
| უკან |







