
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მერიტო უნივერსიტეტს (WSB MERITO UNIVERSITY) შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს და ბსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით, პოზნანის მერიტო უნივერსიტეტის ბიზნესის კვირეულში (BIP-2026) მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა - ნატალი შოთაძემ, სალომე ფუტკარაძემ, ნინა ცინარიძემ, ლანა ქარცივაძემ და თამარ ვარშანიძემ. ჯგუფის კოორდინატორი გახლდათ ასისტენტ - პროფესორი თამილა თურმანიძე.
5-დღიანი ინტენსიური პროგრამის ძირითადი თემა იყო: „ლიდერობა - უნარები, აზროვნება და ინსტრუმენტები“ (AGILE LEADERSHIP – SKILLS, MINDSET AND TOOLS).
ბიზნესის კვირეულში მონაწილე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 40-მა სტუდენტმა ჯგუფურ დისკუსიებსა და დებატებში ჩართვის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე მოამზადეს დასკვნითი პროექტი. ბსუ-ს ჯგუფი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობითა და წარმატებით, რაც აღნიშნეს პროექტის ორგანიზატორებმა. სტუდენტებსა და მენტორს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები (3 კრედიტი).
დაბრუნების შემდეგ სტუდენტები ფაკულტეტის დეკანთან და კოორდინატორთან ერთად ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდნენ, სადაც წარადგინეს პრეზენტაცია ბიზნეს კვირეულში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.
| უკან |









