მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოხალისეთა ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმება ითვალისწინებს მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა მომზადება-გადამზადების შეკრებების ჩატარებას, სტუდენტების ჩართულობას სპორტულ, კულტურულ და პატრიოტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ბსუ-ს სტუდენტებისთვის სასწავლო-საინფორმაციო აქტივობების ჩატარებას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლები; საგანგებო სიტუაციებში მოქმედება, პირველადი სამედიცინო დახმარება და თვითგადარჩენა; უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება; საცეცხლე და საინჟინრო მომზადება; ტოპოგრაფია და სახმელეთო ნავიგაცია.

შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის ტერიტორიული დანაყოფის მეთაურმა, შოთა მახარაძემ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია ორგანიზაციის საქმიანობის, მოხალისეთა მოსამზადებელი კურსებისა და ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა