II პრაქტიკული კონფერენცია ,,საგანმანათლებლო და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციები”

სურათიტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში II პრაქტიკული კონფერენცია ,,საგანმანათლებლო და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციები” გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს ტურიზმის განათლების სფეროში საგანმანათლებლო სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციების ინტეგრაციას. მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, სათანადო თეორიული ცოდნით, პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და კომპეტენციებით აღჭურვილი, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. ორი დღის განმავლობაში ოთხი ქვეყნის ასამდე წარმომადგენელი ისეთ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებს, როგორიცაა: კომუნიკაციური უნარები, პროფესიული სწავლების ხარისხი, სწავლების წინაპირობები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროფესიული სტანდარტები და სასწავლო პროგრამები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა