ბსუ-ს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ესტუმრა

სურათი

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ბიუროს უფროსის გიორგი მურვანიძის და უნივერსიტეტის რექტორის ტიტე აროშიძის მიერ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია აკადემიური და პროფესიული სივრცეების დაახლოება, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება. 

უნივერსიტეტის სტუდენტებს ბიუროს წარმომადგენლებმა გააცნეს საექსპერტო საქმიანობის სპეციფიკა, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სტაჟირების პროგრამები. ექპერტიზის ბიუროს ხელძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიულ განვითარებაში და სამომავლო დასაქმებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა