პროექტის „ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის „მწვანე გადაწყვეტა“ პირველ ეროვნული შეხვედრა

სურათი

16 აპრილს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის „მწვანე გადაწყვეტა“ პირველ ეროვნული შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ ხელისუფლების, სატყეო სამსახურების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, დაცული ტერიტორიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების-ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „თემი და გარემოს“ წევრები,  უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრაზე დაინტერესებული მხარეები გაეცნენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, ხაზი გაუსვეს დაინტერესებული მხარეების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობას და განსაზღვრეს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა, აგრეთვე შეთანხმდნენ თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმებზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის Interreg VI-B NEXT Black Sea Basin ფარგლებში პროექტი მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობას თურქეთისა და საბერძნეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობით, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებითა და შავი ზღვის აუზის შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართვით ე.წ. „მწვანე  ხიდის“ შექმნის  გზით.

ასევე პროექტის მიზანია შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების ხელუხლებელი (პირველადი) ტყეების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი მართვის გაძლიერებას ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, სამეცნიერო კვლევებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის გზით.

პროექტი ითვალისწინებს ართვინის პროვინციასა და აჭარაში არსებული მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე კოლხეთის ხელუხლებელი ტყის კორომების სამეცნიერო კვლევას, სალონიკის უნივერსიტეტის ევროპული გამოცდილების გაზიარებით. ასევე  პარტნიორ უნივერსიტეტში მოხდება სალექციო კურსის კურიკულუმის „ტყის ეკოლოგია“  მომზადება. მომზადდება საინფორმაციო ბანერი კოლხეთის ტყეების უნიკალურობის შესახებ და ტყეების GIS თანამედროვე სისტემით დარუკება.

აჭარა და ართვინის პროვინცია კავკასიის ეკორეგიონში - დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ბიოლოგიურად მდიდარ და კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში მდებარეობენ და მსგავსი ბიომრავალფეროვნებით ხასიათდებიან. აქედან გამომდინარე, პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უაღრესად მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო მიდგომის გამოყენება.

პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პროექტის პარტნიორები პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ თანამშრომლობას. მიღებული გამოცდილება და შეძენილი უნარ-ჩვევები მათ ახალი და რთული ამოცანების გადასაჭრელად ერთმანეთთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის პარტნიორები:

  • ართვინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ართვინი, თურქეთი) - წამყვანი პარტნიორი
  • არისტოტელეს უნივერსიტეტი (სალონიკი, საბერძნეთი)
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი, საქართველო)
  • არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „თემი და გარემო“ (თბილისი, საქართველო)
  • პროექტის ხანგრძლივობა: 18 თვე

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა