
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართა 9 აპრილის ამსახველი ფოტო-ვიდეო ქრონიკის ჩვენება. ღონისძიების მონაწილეებმა 37 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ისტორიული დღის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს. უნივერსიტეტელებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ დაღუპულ გმირებს და ზღვისპირა პარკში მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
1989 წლის 9 აპრილს ქვეყნის თავისუფლებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
| უკან |



















