ბსუ-ს ადამიანური რესურსების მართის სამსახური
ბსუ-ს ადამიანური რესურსების მართის სამსახური არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის პერსონალის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და განვითარება, ბსუ-ს მართვის ორგანოებთან შეთანხმებით;
ბ) ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულების დებულებების და პერსონალის ფუნქციათა აღწერილობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად მომზადება;
გ) პერსონალის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება (დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების და სხვა);
დ) უნივერსიტეტის პერსონალის პირადი საქმეების შექმნა და წარმოება, საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების (აკადემიური პერსონალს უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმებების) მომზადება, გაფორმება და შენახვა;
ვ) უნივერსიტეტის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
ზ) პერსონალის შესარჩევი კონკურსების ჩატარების, საპროცედურო/საკონკურსო კომისიების მუშაობის ორგანიზება და პროცედურული მხარდაჭერა;
თ) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების პროცესის კოორდინაცია, ახალდასაქმებულთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა (ორგანიზაციული კულტურის გაცნობა და სხვა), პერსონალის მართვის პოლიტიკისა შესაბამისად;
ი) პერსონალის პროფესიული განვითარების და საქმიანობის შეფასების ღონისძიებების/სამართლებრივი აქტების ინიცირება და უნივერსიტეტის შესაბამის მართვის ორგანოებთან შეთანხმებით და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, უნივერსიტეტის რეგულაციების შესაბამისად წარმართვა;
კ) პერსონალის სამივლინებო მოწმობების, ასევე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა (დამოწმება), უნივერსიტეტის დასაქმებულის სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაზე (შეთავსებით სამუშაო) განაცხადების დამუშავება და საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსტიტეტის რეგულაციების გათვალისწინებით წერილობითი პასუხების პროექტების მომზადება (დასაქმებულის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩართულობით);
ლ) ადამიანური რესურსების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი, ასევე პერსონალთან დაკავშირებით მონაცემთა ბაზების წარმოება (დასაქმებულთა მონაცემთა ბაზა; გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა და სხვა მონაცემთა ბაზა, სამსახურის კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად);
მ) ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ბსუ-ს მართვის ორგანოთა აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი № 2.
სამსახურის უფროსი: ნატალია ნაკაშიძე (ტელ: 599 52 81 20)
| უკან |
