ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების სამსახური
ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების სამსახური არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.
სამსხურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ორგანიზება, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, მათი ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა, გეგმების საბოლოო პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა;
ბ) უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული რეგულაციის შესაბამისად;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავება (განვითარება/განახლება) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, ფაკულტეტებთან და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებთან კოორდინირებულად;
დ) ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისი აქტივობების განხორციელებისათვის სახელმწიფო, საგანმანათლებლო, კვლევით, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
ე) საგანმანათლებო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის საქართველოს და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების, მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში და კავშირებში უნივერსიტეტის გაწევრიანების, უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
სამსახურის უფროსი - ბესიკ ნარაკიძე
ელ. ფოსტა: besiknarakidze@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. #35/32, კორპუსი I, მე-2 სართული, ოთახი #35
| უკან |
