აკადემიური საბჭოს 2026 წლის 02 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

(სხდომის ჩატარების დრო: 15 სთ.)

1. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შექმნის შესახებ.

(მომხს.: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი ტიტე აროშიძე)

2. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე.

(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე)

3. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე კ. ზუბანოვის სახელობის აკტობეს რეგიონალური სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩამოსული სტუდენტ ალია კაპანოვასთვის  2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე)

4. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგიერთი სტუდენტისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირაკლი გორგილაძე)

5. „გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩამოსული სტუდენტებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 მარტის №06-01/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე)

6. „რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის „ორთოდონტია“ განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის №06-01/138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის

ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი)

7. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2025 წლის 17 აპრილის №06-01/42 დადგენილებით დამტკიცებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში „სასურსათო ტექნოლოგია“ ცვლილების შეტანის შესახებ.

(მომხს.: ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე)

მიმდინარე საკითხები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა