უნივერსიტეტში აჭარისა და ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკების მეგობრობის აუდიტორია გაიხსნა

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ნახიჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ისა ხაბიბეილიმ აჭარისა და ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკების მეგობრობის აუდიტორია გახსნეს. რეგიონებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი სამი თვის წინ გაფორმდა და ამ დროის განმვლობაში რამდენიმე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი უკვე განხორციელდა. ქართველი პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული ნახიჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, ათმა აზერბაიჯანელმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო რსუ-ში გამართულ, ორკვირიან საზაფხულო სკოლაში და ოთხიც სხვადასხვა მიმართულებით ერთსემესტრიან სასწავლო პროგრამას ეუფლება. სასწავლო წლის მეორე სემეტრში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტები სასწავლებლად ნახიჭევანში გაემგზავრებიან. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა