აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე სტუდენტებს შეხვდა

სურათიაჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე განათლების ფონდის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რსუ-ს სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, სამინისტროს მიერ განხორციელებული სტუდენტთა დახმარების მიზნობრივი პროგრამები, კომპიუტერული ტექნოლოგიების, უცხო ენების, TOEFL-ის შემსწავლელი კურსები, სტუდენტური დასაქმებისა და უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებული, მიმდინარე და ახალი პროექტები წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უწყების პირველმა პირმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა