„კიევ-მოჰილას“ აკადემიის ნაციონალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათითანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „კიევ-მოჰილას“ აკადემიის ნაციონალურ უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. მხარეთა შეთანხმებით ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლა და ბიბლიოთეკის ონლაინ-რეჟიმში გამოყენება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა