
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს განცხადებების მიღებას ყველა საფეხურის სტუდენტისთვის ტესტირებაში უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) მონაწილეობის მისაღებად.
ტესტირება ჩატარდება 2026 წლის 02 აპრილს საგამოცდო ცენტრში.
მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე (სტუდენტური პორტალის საშუალებით).
განცხადებაში, გთხოვთ, მიუთითოთ ელფოსტა, უცხოური ენა და დონე:
ბაკალავრიატის შემთხვევაში - B1/B2,
მაგისტრატურა/დოქტორანტურის შემთხვევაში - B2 დონე.
გთხოვთ, განცხადებასთან ერთად წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 30 მარტი (15:00 საათამდე).
| უკან |
