პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორებსა და მკვლევრებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

გამარჯვებული სამეცნიერო საგრანტო პროექტები:

  • ,,აქტინიდიის სოკოვანი დაავადებების იდენტიფიკაცია და მართვის სტრატეგიების შემუშავება დასავლეთ საქართველოში.“ - სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლამზირი გორგილაძე, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  •  ,,მრავალსამიზნე ბიოკონტროლის აგენტების გამოკვლევა და მოლეკულური დახასიათება  ფიტოპათოგენების მდგრადი მართვისთვის” - სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მაკა მურადაშვილი, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;
  • ,,სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის გავლენა მოსწავლეთა ჯანდაცვის კომპეტენციებზე: პრობლემების იდენტიფიცირება და ინტერდისციპლინური ინტერვენციის გზები“ -  სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მარინე გურგენიძე, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • „ჰათი ჰუმაიუნები“ (სულთნის რესკრიპტები) დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების შესახებ (XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი მეოთხედი) - სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა შაშიკაძე, ბსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორი;
  • ,,ჯგუფებისა და მონოიდების ალგებრული და ტოპოლოგიური ინვარიანტები“ - სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ირაკლი პაჭკორია.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა