11 თებერვალი 2026 წელი

სიამაყით ვულოცავთ ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორ ელზა ჯინჭარაძეს მნიშვნელოვან აღიარებას!
11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ელზა ჯინჭარაძეს წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის სიგელი გადაეცა.
ელზა ჯინჭარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა და დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია.
მას აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში. მისი კვლევები მოიცავს: კომპიუტერულ მეცნიერებებს, კრიპტოგრაფიას, დაპროგრამების ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებას.
ელზა ჯინჭარაძის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მნიშვნელოვან როლს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში.
ვულოცავთ ელზას დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში!