„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური  პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს  ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია) 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოკლევადიანი (5+2) მობილობის განსახორციელებლად შემდეგ სფეროებში:

 

1. ბიზნესი და ადმინისტრირება;

2. მენეჯმენტი და ადმინისტრირება - ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირება;

3. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICTs);

4. მექანიკა და ლითონის დამუშავება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

  • გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს
  •  ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური/სამეცნიერო, თანამდებობაზე დასაქმებული პირი
  •  ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი (აუცილებელია დოქტორის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში).

 

  • შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში  საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა დასაქმების ადგილიდან, დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • შესაბამისი უცხო ენის B2/C1 დონეზე ფლობის (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან კონკურსანტის თანხმობა, ჩააბაროს ბსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა (ამ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს განცხადებაში);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის (სამუშაო/work plan) გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • წინასწარი მოწვევის წერილი/ელფოსტა (Pre-Acceptance Letter/Email) პარტნიორი უნივერსიტეტის  შესაბამისი სტრუქტურის (ფაკულტეტის/დარგობრივი დეპარტამენტის/სამსახურის მიერ გამოგზავნილი) უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, რომელიც მობილობის პერიოდში უშუალო მასპინძლობას გაუწევს დასაქმებულს (ინგლისურ ენაზე).

წინასწარი თანხმობის წერილის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ მიმღები უნივერსიტეტის დარგობრივ დეპარტამენტს/ფაკულტეტს და არა საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელს!

 

  • კონკრეტული კონკურსის გამოცხადების შესახებ საუნივერსიტეტო აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის  წარდგენა  ხდება ელექტრონულად,  ბსუ- საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (კანცელარიის) მეშვეობით:

 აკადემიური პერსონალისთვის-eflow;

ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge

 

კონკურსის ეტაპები :

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2026  წლის  09-23 თებერვალი (15:00 საათამდე);
  • გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 24 თებერვალი.

 

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს

  • მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და  გაესაუბროს.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:

erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა