შეხვედრა საჯარო სკოლების თვითმმართველობის თავმჯდომარეებთან

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე უჩა აბრამიშვილი ბათუმის საჯარო სკოლების თვითმმართველობის თავმჯდომარეებს შეხვდა. ახალგაზრდები ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. სკოლის მოსწავლეები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,აღსდექ საქართველოს“ საქველმოქმედო ღონისძიებების ეგიდით ბათუმის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა