- გაიცეს იჯარით, ორი წლის ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი, ხსნადი ყავის და ავტომატური სავაჭრო აპარატების დასადგმელად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით, შემდეგ მისამართებზე:
ა) ბსუ-ს №1 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-2 სართულის დერეფანში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;
ბ) ბსუ-ს №1 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-3 სართულზე, ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;
გ) ბსუ-ს №2 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-2 სართულის დერეფანში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;
დ) ბსუ-ს №2 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-4 სართულის დერეფნებში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად.
- იჯარით გასაცემი ქონების (ჯამში 12 კვ.მ.) საწყისი წლიური საიჯარო ქირა დღგ-ს და კომუნალური გადასახადების ჩათვლით განისაზღვროს 7200 ლარის ოდენობით (იჯარის თანხა მოიცავს დღგ-ს, ელექტროენერგიისა და სხვა კომუნალურ გადასახადებს).
- ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს 720 (შვიდას ოცი) ლარის ოდენობით, ხოლო ბიჯი - 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
- იჯარით სარგებლობაში გაცემის ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს:
ა) იჯარით აღებულ ფართში (სულ 12 კვ.მ ), წყვილ–წყვილად (1 ყავის და 1 სავაჭრო აპარატისთვის 3 კვ.მ–ზე) უნდა განლაგდეს ავტომატური სავაჭრო აპარატები, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში;
ბ) მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ფართში უზრუნველყოს ეკოლოგიური, სანიტარულ–ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო პირობების/ნორმების დაცვა;
გ) საიჯარო ქირა გადახდილი უნდა იქნეს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;
დ) მოიჯარეს შეტანილი ,,ბე“ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ე) მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ვ) იჯარით სარგებლობაში გაცემის ვადა - 2 წელი;
ზ) მეიჯარე უფლებამოსილია, ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე, ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
ზ.1) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (არანაკლებ 2 ფაკულტეტის საბჭო, 2 ბსუ-ს სხვა სტრუქტურული ერთეული და სტუდენტური თვითმართველობა) მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ზ.2) სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
ზ.3) საიჯარო ქირის 2 თვის დავალიანების შემთხვევაში;
თ) აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
- ელექტრონული აუქციონი გამოცხადდეს 2026 წლის 27 იანვარს და დასრულდეს 2026 წლის 04 თებერვალს (განცხადება აუქციონის თაობაზე განთავსდა ვებგვერდზე (www.eauction.ge ))
| უკან |
