შეხვედრა სამსუნის 19 მაისისა და ბაშარის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

სურათისამსუნის 19 მაისისა და ბაშარის უნივერსიტეტებში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ემზარ ძირკვაძე და განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ მაკარაძე. 19 მაისის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, პროფესორ დოქტორ ჰაკან ლებლეჯიოღლუსთან, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ დოქტორ ალი ჰაიდარ შაჰინოღლუსთან, დეკანის მოადგილესთან, პროფესორ დოქტორ ფარუქ ბაღრჯისთან და ბაშარის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ იუნუს ბექდემირთან გამართულ შეხვედრებზე მხარეები სამომავლო თანამაშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა მასპინძელ უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმება, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა