ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ წარდგინება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” წარდგინება გამართა საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ. სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი ქათამაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ და აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა დათა ქობალაძემ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ასევე ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას მათივე ჩართულობით, რაც მოიცავს ტრადიციული და დემოკრატიული ღირებულებების ერთობლიობით სახელმწიფოს შენებას. პროექტი ხორციელდება კონკურსის სახით, ოთხი თემიდან ახალგაზრდებს შეეძლებათ აირჩიონ სასურველი თემა და წარმოადგინონ სასურველ ნომინაციაში.

წარმოდგენილი თემებია: ოჯახი, თაობათაშორისი ურთიერთობები, მიგრაცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესების პოპულარიზაცია.

წარმოდგენილია ასევე 4 ნომინაცია: საუკეთესო ახალგაზრდული სტატია (ესსე), კონფერენცია ან ღონისძიება; საუკეთესო დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი, საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი: ლექსი, პროზა ან მუსიკალური ნამუშევარი; და საუკეთესო ინიციატივა. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან საუკეთესო პრიზებით.

პროექტის პრეზენტაციები კვლავ მიმდინარეობს საქართველოს უნივერსიტეტებში. ახალგაზრდები იანვრის ბოლოს წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, ხოლო პროექტი სრულდება 2026 წლის 20 თებერვალს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა