უნივერსიტეტში დედაენის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

სურათიდედაენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტეში ტრადიციულად რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ტრანსპარანტებით მსვლელობა მოაწყვეს და ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ლექტორებმა და მწერლებმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის მნიშნელობაზე ისაუბრეს, ხოლო სტუდენტებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სწორმეტყველება და აკადემიური წერა“. დარგის სპეციალისტებმა სტილთა აღრევაზე, აკადემიური წერის სწავლების აუცილებლობაზე, ქართული ენის უფლებების დაცვაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა